კონფიდენციალურობის პოლიტიკა
მოხარული ვართ, რომ სარგებლობთ «კატენა»-ს მომსახურებებით. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებით და მომსახურებებით სარგებლობით თქვენ სრულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას და თანხმობას იძლევით თქვენი პერსონალური მომაცემების დამუშავებაზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის მიუღებელია წინამდებარე პირობებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები, მაშინ არ უნდა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებებით (მათ შორის შეწყვიტოთ ჩვენი ვებ-გვერდის შემდგომ/სხვა გვერდებზე გადასვლა). აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება «კატენას» ყველა ვებ-გვერდზე და  ჩვენს მიერ შეთავაზებულ ყველა პროდუქტზე.
წინამდებარე პირობები შექმნილია იმისთვის, რომ თქვენთვის (მომხმარებლებისთვის) განგვემარტა, რა სახის ინფორმაციას და რა საშუალებით შევაგვროვებთ, ასევე, თუ რა მიზნით შევაგროვებთ, გადავცემთ ან გავამჟღავნებთ ამ მონაცემებს. ასევე გვინდა განგიმარტოთ თქვენ როგორც მომხმარებელს, რომ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა შეუძლებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების გარეშე.
წინამდებარე პოლიტიკა შესაძლებელია განახლდეს პერიოდულად, შევიდეს მასში გარკვეული  ცვლილებები, ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე. ამიტომ, გთხოვთ პერიოდულად გადაამოწმოთ  კონფიდენციალურობის  პოლიტიკა. 
მონაცემების დამუშავება 
მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას. 
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ
ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ დომოკიდებულია იმ  მომსახურებებზე, რომლითაც თქვენ სარგებლობთ ან/და გაქვთ გამოწერილი. ის მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგს:
- სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, მომსახურების გაწევის მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული მეილი, სააბონენტო ნომერი).
- თქვენი ჩვენთან კომუნიკაციის შინაარსს, როგორიცაა შენიშვნა ან სატელეფონო ზარის ჩანაწერი, რა ზარიც თქვენ განახორციელეთ ჩვენ რომელიმე საკონტაქტო ცენტრში, ელექტრონული საფოსტო შეტყობინება ან წერილი, რომელსაც თქვენ ჩვენთან აგზავნით ან თქვენი ჩვენთან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა სახის ჩანაწერები.
ჩვენი კონფიდენციალურობის პრინციპები
თითოეული მომხმარებლის კონფიდენციალურობის  დაცვა არის ჩვენი ბიზნესის მნიშვნელოვანი პრინციპი.  ჩვენ გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული გარანტიები, რომლებიც შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს, იმ მიზნით რომ შევინახოთ და დავიცვათ მომხმარებლის ინფორმაცია არაუფლებამოსილი გამოყენებისა და წვდომისგან, შეცვლისა და განადგურებისგან. ჩვენი პრინციპები და პროცედურები შემუშავებულია მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით.
მომხმარებლის ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და შენახვა ხდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ  ვუზრუნველყოთ მომსახურების მაღალი ხარისხი, მოვახდინოთ ბიზნესის ადმინისტრირება, ვმართოთ ჩვენი რისკები, ხელი შევუწყოთ ჩვენს სერვისებს და პროდუქტებს და დავიცვათ შესაბამისი კანონები და რეგულაციები. 
ჩვენ შევინახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციას იმ ვადით, რაც მოითხოვება კანონმდებლობით. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს სამართლებრივი მოთხოვნა, ჩვენ მას შევინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რა ვადითაც ჩვენ გვაქვს ამის საჭიროება. ჩვენ ასევე შევინახავთ თქვენ შესახებ გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციას ხელშეკრულების შეწყვეტიდან გონივრული ვადით - მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენი მომსახურებებით ხელახლა სარგებლობას. ამ დროის განმავლობაში ჩვენ, ან ჩვენი რომელიმე პარტნიორი კომპანია შესაძლებელია დაგიკავშირდეთ «კატენას» მომსახურებებთან დაკავშირებით, თუ თქვენ სათანადო ფორმით არ განგიცხადებიათ უარი ჩვენი მხრიდან მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაზე.
თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის გაზიარება
ჩვენ შესაძლებელია გავუზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია:
- «კატენას» აფილირებულ კომპანიებს;
- იმ პარტნიორებსა და აგენტებს, რომლებიც ჩართული არიან იმ პროდუქტებისა და მომსახურებების მიწოდებაში, რომელიც თქვენ შეუკვეთეთ ან რომლითაც ისარგებლეთ ან გეგმავთ რომ შეუკვეთოთ ან ისარგებლოთ;
- იმ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ «კატენას» ან მისი აფილირებული კომპანიების სახელით მომსახურებების მიწოდებაში;
- საკრედიტო საცნობარო, თაღლითური შემთხვევების პრევენციის ან სარეიტინგო სააგენტოებს ან სხვა კრედიტუნარიანობის შემოწმების სააგენტოებს;
- დავალიანების ამოღების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს;
- სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელ ორგანოს, სასამართლო ან სხვა საჯარო დაწესებულებებს თუ ეს ჩვენ მოგვეთხოვება ან ნებადართულია კანონმდებლობით;
- საგანგებო (ექსტრემალურ) სამსახურებს (იმ შემთხვევაში თუ თქვენ ახორციელებთ სატელეფონო ზარს საგანგებო/ექსტრემალურ სამსახურში) მათ შორის თქვენი მიახლოებითი ადგილმდებარეობის შესახებ.
ჩვენ გავცემთ ინფორმაციას იმ შემთხვევაში თუ ის გონივრულად აუცილებელია თაღლითური შემთხვევისაგან ჩვენი დაცვის, ჩვენი უფლებებისა და ქონების დაცვის ან ჩვენი მომხმარებელების ინტერესების დაცვის მიზნით;
თუ განხორციელდება ჩვენი რეორგანიზაცია ან მფლობელობის შეცვლა, ჩვენ უფლება გვაქვს მოვახდინოთ თქვენ შესახებ ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის გადაცემა ამ ორგანიზაციისათვის.
პერიოდულად,  ჩვენ ვდებთ ხელშეკრულებებს სხვა კომპანიებთან რომ გაგვიწიონ მომსახურება ან მოგვაწოდონ სერვისები და პროდუქტები მომხმარებლებისთვის. ამ ხელშეკრულებების საფუძველზე, კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან ეს ინფორმაცია და გამოიყენონ მხოლოდ ჩვენს მიერ მითითებული მიზნებისთვის.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტის (როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, მაგრამ არამხოლოდ) საშუალებით გადაცემული კომუნიკაცია არ არის უსაფრთხო, გარდა იმ შემთხვევისა თუ ის არის დაშიფრული. თქვენმა კომუნიკაციამ შესაძლოა გაიაროს რამოდენიმე ქვეყანა სანამ ის მოაღწევს «კატენა»-მდე, ვინაიდან ასეთია ინტერნეტის ბუნება, ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ ინფორმაციის უსაფრთხოებაზე, იმ ნებისმიერ უნებართვო წვდომაზე ან პერსონალური ინფორმაციის დაკარგვაზე, რაც ცდება ჩვენი კონტროლის ფარგლებს.  იმ მიზნით რომ დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება, გვსურს შეგახსენოთ, რომ შეგიძლიათ აირჩიოთ «კატენა»-სთან კომუნიკაციის სხვა საშუალება. 
 
კონფიდენციალობასთან დაკავშირებული თქვენი უფლებები
თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ ნებისმიერ დროს იმ პერსონალური ინფორმაციის ასლის მიღების მიზნით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია თქვენთან დაკავშირებით.
თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ გაგვაჩნია თქვენ შესახებ არაზუსტი ინფორმაცია გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და შეგვატყობინოთ ამის შესახებ.
თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ პირდაპირი მარკეტინგული გზით (მოკლე ტექსტური შეტყობინებით, საფოსტო გზავნილით, სატელეფონო ზარით, ელექტრონული ფოსტით)  ინფორმაციის მიღებაზე,  ელექტრონულ ფოსტაზე ხელმოწერი განცხადების გამოგზავნის გზით.
თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენსმიერ საკუთარი შეხედულებისამებრ  ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.